top of page
All-Covers-bgd.jpg
All-Covers-bgd.jpg
Publications

სერია 1/16

1/16-ით მიზნად ვისახავთ ხაზგასმით იაფი, მაღალხარისხიანი არტ-წიგნების სერიის შექმნას, რომელიც ქართულ ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებს მეტი ადამიანისთვის გახდის საინტერესოს და ხელმისაწვდომს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

არტ-წიგნი იმთავითვე გასამრავლებლადაა განკუთვნილი. მისი ყოველი ასლი სრულფასოვანი ორიგინალია, რომლის ღირებულება არა მის უნიკალურობაში, არამედ მის ხელმისაწვდომობაშია. ხელოვანისთვის ეს არის ავტონომიური მედიუმი შემოქმედებითი იდეების გასაზიარებლად, მაყურებლისთვის კი - პორტალი ხელოვნების სამყაროში.

წელს წარმოგიდგენთ 12 ქართველი ფოტოგრაფის 12 ფოტოწიგნს. 2024 წლიდან სერიას ყოველთვიურად თითო გამოცემას დავამატებთ. ვეცდებით, სერია გავხადოთ რაც შეიძლება მრავალფეროვანი და სათანამშრომლოდ მოვიწვიოთ სხვადასხვა სფეროში მომუშავე, განსხვავებული ასაკისა და გამოცდილების მქონე ყველაზე საინტერესო ავტორები.

​თუ ფიქრობ, რომ ადამიანს ჭირდება არა მხოლოდ საარსებო მინიმუმი, არამედ ხარისხი და სიამოვნება, 
შემოუერთდი ჩვენს პროექტს. მხარდამჭერთა პატარა ჯგუფის მცირე შენატანი დაგვეხმარება სერიის ხელმისაწვდომი ფასის შენარჩუნებაში.

1/16 მხარდამჭერები

1/16 სერიის ხელმისაწვდომობის შესანარჩუნებლად, გადავწყვიტეთ მიგვემართა ორგანიზაციებისა და ადამიანებისთვის, რომელთა სწრაფვა თავ-თავიანთ სფეროში უკომპრომისოდ მაღალი ხარისხის შესაქმნელად წლების განმავლობაში ჩვენს აღტაცებას და უდიდეს პატივისცემას იწვევს. სიამაყით წარმოგიდგენთ ჩვენს მხარდამჭერებს.

Where to buy

კურსები ვორკშოპები  

კურსები წარმოადგენს ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სასწავლო მოდულებს, რომლებიც წიგნის ხელოვნებასთან ამა თუ იმ ფორმით დაკავშირებული სხვადასხვა დისციპლინის კონცეპტუალურ, შემოქმედებით და ტექნიკურ ასპექტებს ეძღვნება. პროგრამა ორიენტირებულია მაღალ შემოქმედებით და პროფესიონალურ ხარისხზე და განკუთვნილია როგორც გამოცდილ, ისე დამწყებ ხელოვანთათვის, რომელთაც შემოქმედებითი და ტექნიკური ინსტრუმენტარის გაფართოვება სურთ და ახალი მედიუმებისა და მიდგომების მოსინჯვა აინტერესებთ. კურსების ხანგრძლივობა, ინტენსიურობა და მიზნობრიობა სხვადასხვაა,  მათი თემატიკიდან და დასახული ამოცანებიდან გამომდინარე.

მოდულური მიდგომა

 

კურსები წარმოადგენს ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სასწავლო მოდულებს, რომლებიც ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სხვადასხვა დისციპლინის კონცეპტუალურ, შემოქმედებით თუ ტექნიკურ ასპექტებს ეძღვნება. თითოეული მოდული ფოკუსირებულია კონკრეტულ თემატურ საკითხზე ან ტექნიკაზე.

Graded Levels

 

The modules are graded according to the experience and expectations of the participants, starting with entry-level modules for enthusiasts, up to advanced projects providing experienced participants with the opportunity to delve deeper into diverse areas of visual creation.

Flexible Calendar

 

Each module is announced multiple times, and conducted according to demand. This allows you to take the desired module at a time period most convenient for you.

კურსების კალენდარი
დაგეგმილი კურსები

Book Binding

Photo Book

Screen Printing

Etching

CONTACT US

The Book Art Center Tbilisi

National Science Library

1/4 M.Alexidze str. 0171 Tbilisi, Georgia

bottom of page